თურქეთი მზადაა აზერბაიჯანში თავისი ჯარი გაგზავნოს

09 ოქტომბერი 2020, 17:33 1268 ნახვა

თურქეთის პარლამენტმა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე, შესაძლოა თურქი სამხედროები აზერბაიჯანში გაგზავნოს, თუმცა  ამ ეტაპზე ასეთი საჭიროება არ არის - ამის შესახებ თურქეთის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა მუსტაფა სენტოპმა განაცხადა.  მისი თქმით,  ერევანმა უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართალი და გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარი ოკუპირებული ტერიტორიიდან.  წინააღმდეგ შემთხვევაში აზერბაიჯანი იძულებული იქნება  თავდაცვის  საკუთარი  უფლება გამოიყენოს, რომელიც ამ მიმართულებით კოლექტიურ ძალისხმევას  გულისხმობს. 

თუ ამ კონტექსტში ბაქო თხოვნით მოგვმართავს, მას სათანადოდ განიხილავენ პრეზიდენტი და პარლამენტიც. თურქეთის პარალმენტის სპიკერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ  ანკარა მხარს   უჭერს  აზერბაიჯანს  ყველა საშუალებითა და ყველა ფორმით, რომელსაც თავად ისურვებს“.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი