ჩავუშოღლუ ალიევს ბაქოში შეხვდა

06 ოქტომბერი 2020, 17:36 1014 ნახვა

სიმართლე  და სამართალი აზერბაიჯანის მხარეზეა, ცეცხლის შეწყვეტა კი აზრსმოკლებულია. აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, რომელიც დღეს აზერბაიჯანში ჩაფრინდა. თურქეთის მთავარმა დიპლომატმა  განაცხადა, რომ თურქეთი ყოველმხრივ მხარს უჭერს აზერბაიჯანს  ბრძოლის ველზე და დიპლომატიურ ფრონტზეც.  

ჩავუშოღლუმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სხვა სახელმწიფოების მოწოდებებს ცეცხლის შეწყვეტისკენ და მოლაპარაკებებისკენ  30 წლის განმავლობაში რაიმე შედეგი არ მოუტანია. ჩვენ გავაგრძელებთ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ზუსტად ისე, როგორც გავაკეთეთ საქართველოსთან, უკრაინასთან, სირიასა და ერაყთან დაკავშირებით -  ამის შესახებ მევლუთ ჩავუშოღლუმ აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰან ბაირამოვთან, შეხვედრის შემდეგ განაცხადა.  ჩავუშოღლუმ საერთაშორისო საზოგადოებას აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში