უამინდობის გამო პრობლემა შეექმნათ ზედა აგარაში მცხოვრებ ჩხეიძეების ოჯახს. ძლიერმა წვიმის შედეგად ეზოში მცირე მეწყერი ჩამოწვა. მაცხოვრებლების თქმით, ყოველი გაწვიმების დროს სახლის საძირკველი იტბორება, რის გამოც საცხოვრებელს ბზარები გაუჩნდა. მათივე თქმით, მერიის რეკომენდაციით სახლი დაცალეს და რამდენიმე დღეა ახლობლებთან ცხოვრობენ. ოჯახი გეოლოგების მიერ ტერიტორიის დროულად შესწავლას და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას ითხოვს. ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფები სხვადასხვა ლოკაციაზე მუშაობენ და აღნიშნულ მისამართსაც შეისწავლიან.