საოჯახო სასტუმროების მფლობელების საპროტესტო აქცია

01 ოქტომბერი 2020, 15:00 1248 ნახვა

ხმაური და  სიტყვიერი დაპირისპირება ქობულეთის მერიაში. საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს, მათი მოთხოვნები უცვლელია:   ბანკებიდან აღებული სეზონური სესხების ერთი წლით გადავადება და ნამატი პროცენტის სრული სუბსიდირება.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი პრობლემის მოგვარება არჩევნებამდე მიზანმიმართულად  ჭიანურდება. აქციის მონაწილეებს ქობულეთის მერის მოადგილე, ლევან ზოიძე შეხვდა. შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. 

ლევან ზოიძე აცხადებს, რომ საკითხზე ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე მიმდინარეობს მუშაობა, არის კომუნიკაცია საბანკო სექტორთან.  

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში