აბსურდი - ასეთია ერევნის ბრალდებებზე ბაქოს პასუხი

30 სექტემბერი 2020, 16:28 1234 ნახვა

ყარაბაღის კონფლიქტში  ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგის შესახებ იუწყება ორივე მხარე.   აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით,  სამდღიანი ბრძოლების შედეგად  სომხეთის შეიარაღებული ძალების  2 ათას 300-მდე  სამხედრო დაიღუპა და დაიჭრა,  განადგურებულია 130 ტანკი და სხვა მძიმე ტექნიკა, 200-ზე მეტი საარტილერიო და სხვა დანადგარი, 25-მდე ჰაერ საწინაარმდეგო თავდაცვის დანადგარი. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით,  საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან დღემდე აზერბაიჯანმა 790 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, 2 ათასამდე კი დაშავებულია. განადგურებულია 137 ტანკი, 71 უპილოტო საფრენი აპარატი, 7 ვერტმფრენი და ერთი ან-2 ტიპის თვითმფრინავი.  ორივე მხარე ადასტურებს, რომ შეიარაღებული შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი