ხვალიდან აჭარაში საქალაქთაშორისო მოძრაობაც იკრძალება

25 სექტემბერი 2020, 18:06 6080 ნახვა

ბლოკპოსტის მოწყობის შემდეგ აჭარაში დამატებით დაწესებული შეზღუდვები დღეიდან უკვე ძალაშია. დილიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში აღარ მოძრაობს, ხვალიდან კი საქალაქთაშორისო გადაადგილებაც აიკრძალება.

ამასთან დღეს საღამოს ათი საათიდან კვების ობიექტები მომხმარებლებს ვეღარ მიიღებენ. რესტორნები მხოლოდ დღის საათებში იმუშავებენ.

აჭარაში ე.წ-ლი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებას ხელისუფლებაში ეპიდსიტუაციის ვითარებით ხსნიან, თუმცა მოსახლეობის ნაწილისთვის ს მთავრობის გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა. ამბობენ, რომ აკრძალვის გამო შორი მანძილის ფეხით გავლა უწევთ.

განსაკუთრებული პრობლემა კი მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოქალაქეებს ექმნებათ და მძღოლებს, რომლებიც ამბობენ, რომ რეგულაციის გამო უმუშევრები დარჩნენ.

ჯერ-ჯერობით არ აკრძალულა მატარებლით მგზავრობა. ნებადართულია ტაქსით გადაადგილებაც, რაც მოსახლეობისთვის ძვირია.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი