ალიევი სომხეთისთვის შეიარაღების გამო შეშფოთებულია

25 სექტემბერი 2020, 13:32 1284 ნახვა

ბაქო სომხეთისთვის შეიარაღების მიწოდების გამო შეშფოთებულია.   განცხადება ილჰამ ალიევმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

”შეტაკებების ცხელი ფაზა 16 ივლისს დასრულდა. მეორე დღეს  კი სომხეთისთვის სატვირთო თვითმფრინავებით ათას ტონაზე მეტი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების მოწმეები გავხდით.

იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა და არ აქვს საშუალება, მილიარდობით დოლარი დახარჯოს იარაღზე, მაშინ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სომხეთს იარაღს უფასოდ აწვდიან”,- განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა  მოუწოდა ყველა ქვეყანას, თავი შეიკავონ სომხეთისთვის შეიარაღების მიწოდებისგან, რადგან ეს ხელს უშლის მთიანი ყარაბაღის საკითხის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაჭრას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი