ნაც-მოძრაობა წყლის ხარისხს აპროტესტებს

17 სექტემბერი 2020, 22:07 1343 ნახვა

„სოფელ მუხაესტატეში სასმელი წყალი უვარგისი და საშიშია ჯანმრთელობისთვის“ -  ამბობს, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ბონდო თედორაძე. ოპოზიციონერი კვლევას ეყრდნობა, რომელიც ერთ-ერთმა ადგილობრივმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას დაუკვეთა და შედეგად, წყლის სინჯებში ი-კოლი ბაქტერია და ფეკალური ნაერთები აღმოჩნდა. ქობულეთის მერი მირიან ქადამაძე კი აცხადებს, რომ მერიის ალტერნატიულმა კვლევამ წყალში საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა, ოპონენტების ბრიფინგს კი წინასაარჩევნო ტყუილი უწოდა. აჭარის სურსათის ეროვნულ სააგნეტოში აცხადებენ, რომ სასმელი წყლის სინჯებს სოფელში ხვალ ისევ აიღებენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი