პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

16 სექტემბერი 2020, 17:50 1107 ნახვა

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში  ცვლილებებს პარლამენტმა  პირველი მოსმენით,  81 ხმით დაუჭირა მხარი.  ცვლილებებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისა და გასაჩივრების ახალი სტანდარტები დგინდება. კერძოდ,  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის ყველა ეტაპზე შემოდის გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტი. ასევე შესაძლებელი იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ნებისმიერ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი