ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციისა გადაწყვეტილებით წლევანდელი დრაფტი, თავისუფალი აგენტების სატრანსფერო ფანჯარა და ახალი სეზონის სტარტი დათქმულ ვადებში არ განახლდება. NBA-ის მესვეურები უკვე შეუთანხმდნენ მოთამაშეთა პროფკავშირების წარმომადგენლებს.
პირველად გავრცელებული ინფორმაციით დრაფტი 16 ოქტომბერს, ხოლო თავისუფალი აგენტების სატრანსფერო ფანჯარა 18-ში უნდა ჩატარებულიყო.
რაც შეეხება ახალი სეზონის სტარტი აქამდე ცნობილი იყო, რომ პირველ დეკემბერს დაიწყებოდა, თუმცა ახალი თარიღები ამ დღისთვის უცნობია.