სოცდაუცველი დახმარებას ითხოვს

07 სექტემბერი 2020, 17:55 1293 ნახვა

სოფელ ხუცუბანში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი დახმარებას ითხოვს.  ქამადაძეების 6 წევრიან ოჯახში აცხადებენ, რომ მესამე წელია შეწყვეტილი აქვთ დახმარება, რადგანაც შესწავლისას მაღალი ქულები მისდით.

ოჯახში მძიმე ავადმყოფი და მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ. ქამადაძეებთან განცხადება გააკეთეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და ქვეყნის სოციალური პოლიტიკა გააკრიტიკეს.

სოციალური მომსახურების ქობულეთის განყოფილების უფროსი აცხადებს, რომ  ოჯახს გასული წლის 10-აგვისტოს მიენიჭა მაღალი ქულა და ამჟამად  განცხადების საფუძველზე ხელახალი შესწავლა მიმდინარეობს.  ქობულეთის  მერიაში კი ამბობენ, რომ  თუ ქამადაძეები განცხადებით მიმართავენ ოჯახის მდგომარეობას შეისწავლიან და განსაზღვრავენ დახმარების საკითხს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი