მინსკში გამართულ მშვიდობისა და დამოუკიდებლობის მარშზე დაკავებულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა. მშვიდობიან დემონსტრანტებს არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობას ედავებიან. დაკავებულთა რაოდენობა საბოლოო არ არის და დღის პირველ ნახევარში ზუსტი სია გამოქვეყნდება.
9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. არჩევნების შედეგები თავისუფალი სამყაროს არც ერთ სახელმწიფოს არ უღიარებია.