ქვეყნის ნახევარი არმია საბრძოლო მზადყოფნაშია - ლუკაშენკო

28 აგვისტო 2020, 18:08 1354 ნახვა

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ქვეყნის არმიის ნახევარი საბრძოლო მზადყოფნაშია, რაც უკავშირდება დასავლეთიდან მუქარას და ბელარუსის საზღვართან ნატოს სწავლებას. მანამდე ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის დასავლეთ საზღვრებთან მასშტაბური სამხედრო ტაქტიკური სწავლების დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე აქციების უკან სწორედ დასავლეთი დგას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში