საპროტესტო აქციები მინსკში

17 აგვისტო 2020, 10:28 1637 ნახვა

ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ აქციაში მინიმუმ 200 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ლუკაშენკოს წინააღმდეგ  საპროტესტო გამოსვლები გაიმართა მთელს ქვეყანაში. 

აქციამდე რამდენიმე საათით ადრე, 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ პირველად, ბელარუსის დედაქალაქის ცენტრში ალექსანდრე ლუკაშენკოს მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მათ თავად ლუკაშენკოც შეუერთდა და თქვა, რომ უმრავლესობა მის მხარესაა.  

ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 %-მა დაუჭირა მხარი, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვეტლანა ციხანოვსკაიამ კი - ამომრჩეველთა 9,9 %-ის მხარდაჭერა მოიპოვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში