149-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ბეირუთში მომხდარ აფეთქებას. ლიბანური მედიის ინფორმაციით, 5 000-ზე მეტი ადამიანია დაშავებული.
ლიბანის სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში პორტის 16 თანამშრომელი დააკავეს. მათ აქტივები გაუყინეს. პარალელურად, მთავრობის მოქმედებით უკმაყოფილო მოქალაქეებმა ბეირუთში საპროტესტო აქცია გამართეს.