5 თვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ თაგოსა და დაბა ხულოს საბაგირო ისევ ამუშავდა. სამუშაოების გაწელვის მიზეზად პანდემიური ვითარება სახელდება. სოფელ თაგოს მოსახლეობა კი კმაყოფილია, რადგან 8 კილომეტრიანი დაზიანებული გზის გავლა აღარ მოუწევთ. ხულოს ტურიზმის განყოფილებაში იმედოვნებენ, რომ კვლავ ამუშავებული საბაგირო ტურისტებისთვისაც მიმზიდველი გახდება.