აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 3 აგვისტოს, გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენები განაახლა. მიუნხენიდან თბილისში 188 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით 156 მგზავრი გაფრინდა.
ავიაკომპანია რეისებს Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განხორციელებს:
მიუნხენი – თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
თბილისი – მიუნხენის მიმართულებით ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.