პარასკევის ლოცვა აია სოფიაში

24 ივლისი 2020, 18:31 1602 ნახვა

86 წლის შემდეგ პირველად, აია სოფიას ტაძარი მეჩეთია და იქ  ლოცვები აღევლინა. ლოცვას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც დაესწრო, რომელმაც მეჩეთად გადაკეთებას ხელი მოაწერა. თურქეთში ისლამისტები დიდი ხანი ითხოვდნენ, რომ აია-სოფია მეჩეთად გადაკეთებულიყო, თუმცა ოპოზიცია მუდამ ამის წინააღმდეგ გამოდიოდა. ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია და ორგანიზაცია თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდებდა, რომ ძეგლისთვის სტატუსი არ შეეცვალათ. ამ გადაწყვეტილებამ დიდი კრიტიკა გამოიწვია, როგორც რელიგიურ, ისე პოლიტიკურ ლიდერებს შორის. აია სოფიას ქრისტიანული ტაძარი ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ 537 წელს ააშენა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში