დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ტყვიის წყაროების შესწავლის მიზნით, ტოქსიკური მეტალების საკვლევი ლაბორატორიული მოწყობილობა გადაეცა. ატომური აბზორფციული სპექტრომეტრი იუესაიდის და ესტონეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, გაერო-ს ბავშვთა ფონდმა შეიძინა.
ატომურ აბზორფციული სპექტრომეტრი – ლაბორატორიული დანადგარია, რომელიც სისხლში ტოქსიკური მეტალების შემცველობის განსასაზღვრად გამოიყენება.