მოსალოდნელი ცვლილებები აჭარის მთავრობაში, სახელისუფლებო გუნდთან დაახლოებული ჩვენი წყაროს ინფორმაციით, არჩილ ჩიქოვანის ნაცვლად, მთავრობის აპარატს ჯაბა სურმანიძე უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე „შ.პ.ს სტადიონის“ დირექტორი იყო. „მთავართან“ ჯაბა სურმანიძემ ინფორმაცია არც დაადასტურა და არ უარყო. ჩვენივე ინფორმაციით, საკადრო ცვლილებები აჭარის მთავრობაში ისევ გაგრძელდება.