ბელგრადში შეზღუდვების ხელახალი დაწესება გააპროტესტეს

08 ივლისი 2020, 19:52 277 ნახვა

სერბეთში კარანტინის გამოცხადების გამო აქცია გაიმართა, დემონსტრანტები პარლამენტში შეიჭრნენ, მიზეზი პრეზიდენტის მიერ კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო კომენდანტის საათის შემოღება გახდა. საკანონმდებლო ორგანოდან აქციის მონაწილეები პოლიციამ გამოიყვანა. დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიცია ცრემლსადენ გაზსა და რეზინის ხელკეტებს იყენებდა, ხოლო დემონსტრანტები პოლიციის მიმართულებით ქვებს ისროდნენ. ბელგრადის პოლიციის ინფორმაციით, 60 ადამიანი დაშავდა, მათგან 43 სამართალდამცავი. 23 ადამიანი კი დააკავეს.
 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში