სოციალურად დაუცველი ოჯახების მოთხოვნა

04 ივლისი 2020, 11:12 1731 ნახვა

ქობულეთში, მემედ აბაშიძის 160 ნომერში, ყოფილი სკოლის შენობაში  შესახლებული  8 სოციალურად დაუცველი ოჯახი  საერთო მრიცხველით  სარგებლობს.  ისინი წლებია ინდივიდუალური    მრიცხველების დამონტაჟებას   ითხოვენ.  ამბობენ, რომ  ერთი მრიცხველის გამო,  ცალკეული  ოჯახის მიერ მოხმარებული დენის ზუსტ მაჩვენებელს  ვერ ადგენენ.    

ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ მათ  კომპანია ‘’ენერგო-პრო ჯორჯიასთან’’ მხოლოდ შუამდგომლობის კომპეტენცია აქვთ. კომპანიაში  პრობლემას წერილობით პასუხობენ,  რომელშიც  ნათქვამია, რომ  ამ მოქალაქეებს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი არა აქვთ,  რის გამოც  ცალ-ცალკე აბონენტად ვერ დარეგისტრირდებიან. აბაშიძის ქუჩის მცხოვრებლები  ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე მწერების  განსაკუთრებული სიმრავლის გამო,  ტერიტორიის შეწამვლასაც ითხოვენ.    

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი