ქობულეთში სანაპიროს მოწესრიგებას ითხოვენ

22 ივნისი 2020, 20:33 3274 ნახვა

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ქობულეთში. ქვეწარმავლები, სარეველა ბალახებითა და ეკალ-ბარდებით დაფარული ნარგავები. - ამ სურათს ტურისტებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ კურორტზე შეიძლება ხშირად წააწყდეთ. პრობლემა ახალი არაა, მაგალითად შარშან, რთულად მისადგომი ტერიტოროების გასაწმენდად „მინი-ტრაქტორები“ უნდა შეეძინათ, თუმცა როგორც ირკვევა მუნიციპალიტეტს ტექნიკა არ შეუძენია. ქობულეთის მერიაში მხოლოდ წერილობით გვიპასუხეს, რომ აღნიშნული ტერიტორიებს უახლოეს დღეებში მოაწესრიგებენ, ტექნიკა კი კრიზისული ბიუჯეტიდან გამომდინარე შემცირებული ხარჯების გამო ვერ შეიძინეს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი