ღია სივრცეებით მოსარგებლეები საიჯარო გადასახადის გაზრდას აპროტესტებენ

16 ივნისი 2020, 20:22 1813 ნახვა

მეორე კვირაა, კაფეები და რესტორნები მოქალაქეებს განსხვავებული რეგულაციებით ემსახურებიან. ღია სივრცეებზე მოთხოვნა გაიზარდა,თუმცა ობიექტების ნაწილს, გამოყენებულ ქუჩის მონაკვეთებზე საიჯარო ტარიფი გაუძვირდათ.    ამბობენ რომ, მერიის მხრიდან ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩააგდებთ, რადგან მომხმარებელთა რაოდენობა ისედაც შეუმცირდათ. მოიჯარეებისთვის მოსაკრებლის გაზრდას არ უარყოფენ. თუმცა ამბობენ, რომ გადაწყვეტილება საკრებულომ სხდომაზე ჯერ კიდევ პანდემიამდე მიიღო. ტურიზმის ინსტიტუტში ამბობენ, რომ  პოსკოვიდურ პერიოდში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის რეგიონებში სიტუაცია კიდევ უფრო რთულია.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში