საქართველოში 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

16 ივნისი 2020, 11:13 2109 ნახვა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ერთ დღეში საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა და სულ ქვეყანაში ბოლო მონაცემებით 724 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

20 გამოჯანმრთელებული პაციენტიდან, 10 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მათ სამედიცინო დაწესებულება გუშინვე დატოვეს.

"ახალი შემთხვევის არქონა არ ნიშნავს სიმშვიდის მოპოვებას, ჩვენ ისევე უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება როგორც ვაგრძელებდით, რეგულაციები არსად არ წასულა. რჩება სოციალური დისტანცირებისა და ჰიგიენის წესების აუცილებლობა"-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში