წყლის პრობლემა სოფელ ქვემო ლეღვაში

15 ივნისი 2020, 20:13 1626 ნახვა

სოფელ ლეღვაში წლებია წყლის პრობლემა აქვს მოსახლეობას.  როგორც მთავართან ყვებიან, საკარმიდამო ნაკვეთებს დროულად ვერ რწყავენ და ნარგავები უხმებათ. მთავარი შიში, გვალვის შედეგად მიყენებული ზიანის მოლოდინია. გარდა სარწყავისა, მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდების პრობლემაც აქვთ. მათი თქმით,  სუფთა წყალი ზოგჯერ საერთოდ არ, ზოგჯერ კი მხოლოდ საღამოს საათებში და ისიც გრაფიკით მიეწოდებათ.

ლეღვაში წყლის მიწოდების გადაუჭრელ პრობლემაზე საუბრობს ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატიც. პრობლემაზე მერიის პრესსამსახურში მხოლოდ წერილობით გვიპასუხეს და გვითხრეს, რომ შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით, უწყებამ ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო და იმ დასახლებებში, სადაც ზაფხულობით წყლის დებეტი მცირდება, მიწოდება გრაფიკით განხორციელდება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი