შიმშილობის მე-7 დღე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით

04 ივნისი 2020, 20:01 1719 ნახვა

შიმშილობის მე-7 დღე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით. სწორედ ამ მოტივით, გიორგი კოხრეიძისთვის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნით საბჭოს სავარაუდოდ მრჩეველი თამარ წილოსანიც მიმართავს.  განცხადება იმპიჩმენტთან დაკავშირებით უკვე გააკეთა გია ქარცივაძემ. თამარ წილოსანი მისივე თქმით, კონსულტაციებს გადის, რომლის დასრულების შემდეგაც აპირებს შეუერთდეს გია ქარცივაძის მოთხოვნას.

ამბობს, რომ დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი მან დღის წესრიგში გაცილებით ადრე დააყენა, თუმცა ოფიციალურად საბჭოსთვის ამ დრომდე არ მიუმართავს. თამარ წილოსანმა პირადად მოუწოდა ალექსანდრე მილოროვას შეწყვიტოს მოშიმშილე ალექსანდრა მილორავა კი ამბობს, რომ თუ დირექტორის იმპიჩმენტს საჭირო რაოდენობის მხარდამჭერი არ ეყოლება, შემდეგ  მრჩეველთა საბჭოს წევრების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს.  დღეს, 19:00 საათზე ტელევიზიის შენობასთან დაგეგმილი აქცია წვიმიანი ამინდის გამო ხვალისთვის გადაიდო. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი