აშშ-ში არეულობების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

03 ივნისი 2020, 13:34 1360 ნახვა

11 ადამიანი დაიღუპა აშშ-ში საპროტესტო გამოსვლების დროს.  დაღუპულთა შორის რამდენიმე  პოლიციელია.  სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქვეყნის 40-მდე ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადეს.  ახლა მოქალაქეებს  კომენდანტის საათის დარღვევისთვისაც აკავებენ.  

ნიუ-იორკში 700 ადამიანი დააკავეს. შტატის დემოკრატი გუბერნატორი ქალაქის მერს ასევე დემოკრატ ბილ დე ბლაზიოს უმოქმედობის გამო აკრიტიკებს.  ქვეყანაში პროტესტები არეულობებსა და მაროდიორობაში გადაიზარდა.  ვირჯინიისა და ჯორჯიის შტატებში პოლიციამ აქციის მონაწილეთა დასაშლელად  ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.  200-მდე ქალაქი მოიცვა პროტესტებმა და არეულობებმა.  

ათასობით დემონსტრანტი თეთრი სახლის წინ აპროტესტებს  რასიზმსა და პოლიციის მხრიდან ძალადობას.  პრეზიდენტის რეზიდენცია გუშინ რკინის კონსტრუქციით შემოსაზღვრეს. დედაქალაქში ისმის სროლები.  

აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდები მაღაზიებისა და კაფეების ვიტრინებს ამტრევენ, აფეთქებენ ბანკომატებს. პოლიცია და ეროვნული გვარდია ჯერჯერობით ვერ ახერხებენ  ქუჩებში არეულობების აღკვეთას. ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე აქციების გამო, ექიმები „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღის დაწყებას შიშობენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში