მაჭახლის ხეობამ შესაძლოა დაცული ლანდშაფტის სტატუსი მიიღოს

26 მაისი 2020, 20:19 4123 ნახვა

მიიღებს თუ არა მაჭახლის ხეობა, დაცული ლანდშაფტის სტატუსს? კანონპროექტის ინიციატორი, ისტორიული ხეობის ბიომრავალფეროვნებაზე, ასევე მის მატერიალურ და არამატერიალურ კულტურაზე საუბრობს. ვახტანგ წულაძის განცხადებით, მაჭახელა დაცული ლანდშაფტის სტატუსის მისაღებად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ვიდრე გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მომზადებული პროექტი პარლამენტს წარედგინება, დოკუმენტს მხარი აჭარის უმაღლესი საბჭოს  დეპუტატებმა უნდა დაუჭირონ. მოსახლეობის მთავარი მიზანი, განვითარების პარალელურად ისტორიული ხეობისთვის გარემო პირობებისა და  ბუნებრივი იერსახის შენარჩუნებაა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში