ქედაში საკრებულოს სხდომაზე შიდა აუდიტის დასკვნაზე იმსჯელეს, რომელიც 37 რეკომენდაციას მოიცავს. ხარვეზები იყო მშენებარე ობიექტებში ინვენტარიზაციის საკითხთან დაკავშირებით, გამოყოფილი თანხების მიზნობრიობასა და დაუსრულებელ მშენებლობებზე. ოპოზიციის მტკიცებით შიდა აუდიტის კვლევა ყველა ობიექტს არ მოიცავს და არასრულია, რასაც აუდიტის სამსახური უარყოფს. სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ახალშექმნილი შპს-ესთვის -„ქედის ტურისტული განვითარების ცენტრისთვის“ ობიექტების გადაცემის საკითხს.