გაერო საქართველოს მილიონ დოლარს გამოუყოფს

18 მაისი 2020, 15:28 1718 ნახვა

გაერო კოვიდ-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 1 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. მიღებული დაფინანსებით გათვალისწინებულია ჯანდაცვის სისტემის უკეთ აღჭურვა , ჯანდაცვის, სოციალური და სხვა მუშაკების და ასევე მათი ბენეფიციარების  სამედიცინო აღჭურვილობითა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით   უზრუნველყოფა;   სასოფლო-სამეურნეო საშუალებებით მოწყვლადი შიდა-მეურნეობების დახმარება; წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენის საშუალებებზე  ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში;   მუნიციპალიტეტების და სოფლის წარმომადგენლების დახმარება. გაეროს გუნდის მხარდაჭერის მთავარი მიმართულება ასევე  იქნება ხანდაზმული პირების, ბავშვების, ორსული და მეძუძური დედების დახმარება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში