ქედის მუნიციპალიტეტში პანდემიის გამო შეჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა. რეკომენდაციების დაცვით ყველა ობიექტზე მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი გაგრძელდა.
მათ შორისაა მუზეუმის შენობის რეკონსტრუქცია, სოციალური სახლის მშენებლობა და ნაპირსამაგრი სამუშაოები. მერიაში ამბობენ, რომ მშენებელ კომპანიებს სამუშაოების ჩაბარების ვადები გაუხანგრძლივდებათ. სამუშაოები თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.