აფეთქებითი სამუშაოების გამო, ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალი 18:00 საათამდე დღესაც ჩაიკეტა. მოძრაობის აკრძალვა გზის გაწმენდითმა სამუშაოებმა გამოიწვია.
მეწყერი მაგისტრალის ქედის მონაკვეთზე ორი დღის წინ ჩამოწვა.
საავტომობილო გზაზე ჩამოშლილმა მიწის მასამ და ქვის ლოდებმა სოფელ დოლოგანთან გზის სავალი ნაწილი ჩახერგა, რის გამოც მაღალმთიანი აჭარის სამი მუნიციპალიტეტის მიმართულებით გადაადგილება მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ შემოვლითი გზით არის შესაძლებელი.