იტალიური "სამპდორიას" ფეხბურთელი კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირდა 

08 მაისი 2020, 13:26 1717 ნახვა

იტალიურ „სამპდორიაში“ კორონავირუსის დაინფიცირების განმეორებითი შემთხვევა დაფიქსირდა. კლუბის წარმომადგენლის ინფორმაციით, ერთ-ერთ ფეხბურთელს, რომელიც ცოტა ხნის წინ განიკურნა, ტესტზე ისევ დადებითი პასუხი მოუვიდა.

​"სამპდორიას" რიგებში ასევე გამოვლინდა სამი ახალი შემთხვევაც, ყველა დაინფიცირებული ფეხბურთელია, მაგრამ მათი ვინაობა ამ დროისთვის არ დასახელებულა. მარტში „სამპდორიას“ 7 ფეხბურთელი, გაბიადინი, ტორსბი, ბერეშჟინსკი, დეპაოლი, კოლი, ეკდალი და ლა გუმინა, ასევე ექიმი ამადეო ბალდარი იყვნენ დაინფიცირებულნი. ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ფეხბურთელი გამოჯანმრთელების შემდეგ ხელმეორედ დაინფიცირდა. დაინფიცირების შემთხვევები ფლორენციის ,,ფიორენტინაშიც" დაფიქსირდა. კლუბის ვებგვერდი იტყობინება, კლუბში 6 ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირებულია. აქედან 3 ფეხბურთელია ,ხოლო დანარჩენი 3 კლუბის სტაფის წევრები. იტალიის სპორტის მინისტრის განცხადებით ,,სერია ა’’ს განახლება დამოკიდებულია იმაზე თუ 18 მაისამდე დაინფიცირების რა რაოდენობა იქნება.აქამდე იტალიაში ხშირად საუბრობდნენ სეზონის განახლებაზე, თუმცა ბოლო დღეებში კლუბებში გაზრდილი დაინფიცირების შემთხვევები შესაძლოა ხელის შემშლელი გახდეს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი