ქობულეთის კოლეჯ „ახალი ტალღაში“ დისტანციური ონლაინ სწავლება არ დაწყებულა. ამ დროისთვის სასწავლებელში პედაგოგების გადამზადება და ახალი მოდულების შექმნა და დამუშავება მიმდინარეობს.
ქობულეთის კოლეჯში ამ დროისთვის, 42-პროფესიული პროგრამაა შეჩერებული. როგორც პროფესიული კოლეჯის დირექტორი აცხადებს, პროფსასწავლებელში სწავლება სპეციფიკურია, მოიცავს პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებასაც. ამ დროისთვის ონლაინ სწავლებაში მონაწილეობისთვის სტუდენტების გამოკითხვა მიმდინარეობს.