მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 3.5 მილიონს გადააჭარბა

04 მაისი 2020, 13:59 819 ნახვა

მსოფლიოში   დღეისთვის ახალი ტიპის  კორონავირუსით ინფიცირების  3 მილიონ 500 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.  გარდაცვლილთა სიაში 247 ათას 107 ადამიანია.  კოვიდ-19-ი  მილიონ 119 ათას 817 ადამიანმა დაამარცხა.

ყველაზე მეტი ინფიცირებული მილიონ 156 ათას 924 აშშ-ია გამოვლენილი. ქვეყანაში 67 ათას 451 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.  შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით  მოდიან ესპანეთი 217 ათას 466 დაავადებულით, იტალია 210 ათას 717-ით  და დიდი ბრიტანეთი 187 840 ადამიანით.   ამ მონაცემებს ჯონ ჰოპკინსის  ამერიკული უნივერსიტეტი ავრცელებს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების, ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ მიწოდებული  ინფორმაციებით ხელმძღვანელობს.

ინფიცირებულთა რაოდენობის  შესახებ მონაცემები შედარებითია, რადგან საუბარი ეხება  მხოლოდ ოფიციალურად დადასტურებულ  შემთხვევებს, დაავადებულთა რეალური რიცხვი შესაძლოა უფრო მაღალი იყოს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი