მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული 3 მილიონ 308 ათასზე მეტი შემთხვევაა

01 მაისი 2020, 10:05 1463 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული 3 მილიონ 308 ათასზე მეტი შემთხვევაა, აქედან მილიონ 43 ათასი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 234 ათასზე მეტი.

 ყველაზე რთული ვითარება აშშ-ია, სადაც მსოფლიოს ინფიცირებულთა მესამედი ფიქსირდება.

 თავისი პიკისკენ მიიწევს ვირუსი რუსეთში. აქ უკვე 106 ათასზე მეტი ინფიცირებულია.

რაც შეეხება დასავლეთ ევროპას, აქ პიკი უკვე გადალახულია და ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა კლებას იწყებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში