რამაზანში მუსლიმთა მთავარი სიწმინდეები დაკეტილი დარჩება. მეჩეთების საკითხებში საუდის არაბეთის მთავარი სამმართველოს განცხადებით, რამაზანის მარხვის თვეში ისლამის ორი მთავარი სიწმინდეების -მექაში დიდი მეჩეთისა და მედინაში წინასწარმეტყველის მეჩეთის კარები მორწმუნეთათვის ისევ დაკეტილი იქნება. გადაწყვეტილება კორონავირუს კოვიდ-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით მიიღეს. სამეფოს ხელისუფლება განმარტავს, რომ ეს ზომა იძულებითია.
თუ როდის გაუქმდება შეზღუდვა ჯერჯერობით უცნობია. მეჩეთები მექასა და მედინაში, ისევე როგორც იერუსალიმში ალ-აქსას მეჩეთი მუსლიმთა მთავარ სიწმინდეებადაა მიჩნეული. მორწმუნეები იქ ხუთჯერად ნამაზს და სპეციალურ ლოცვას - ტარავიჰს ასრულებენ, რომელიც მხოლოდ რამაზანის მარხვის თვეში ღამის ლოცვის შემდეგ სრულდება.
წელს რამაზანის მარხვის თვე 24 აპრილს იწყება. საუდის არაბეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10 ათასს ადამიანს აღემატება.