ქობულეთის მუნიციპალიტეტში ქალაქის ტერიტორიაზე საყოველთაო თერმოსკრინინგი დაიწყო. პროცესში 10 მედიკოსი მონაწილეობს. ისინი მოსახლეობას ტემპერატურას უზომავენ, საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში ინფორმაციას შესაბამის სამსახურებს აწვდიან. ამ დროისთვის თერმოსკრინინგი 3146-პირს ჩაუტარდა. მათგან ოთხი საყურადღებო შემთხვევა დაფიქსირდა.