მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად ორი დღეა ორი სოფელი საავტომობილო გზის გარეშეა დარჩენილი. მოსახლეობა საფრთხის შემცვლელი გზით ფეხით გადაადგილდებიან და საავტომობილო გზების დეპარტამენტს მუშაობის ტემპს უწუნებენ.
უწყებაში ამბობენ, რომ გზის გაწმენდა მეწყერის მოცულობის გამო ვერ ხერხდება თუმცა აღნიშნავენ, რომ ხვალ პრობლემა უკვე მოგვარებული იქნება.