ვის გადაუხდის მთავრობა კომუნალურ გადასახადებს?

01 აპრილი 2020, 11:54 13237 ნახვა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეები, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, კომუნალური გადასახადი 3 თვის განმავლობაში მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსდება.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ დაფინანსება აგრეთვე ეხება დასუფთავების და წყლის გადასახადსაც.

„აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე, წყლის გადასახადიც. ეს დახმარება არის პირდაპირ მიმართული თითოეულ მოქალაქეზე, რომელიც ჩვენ მთავრობის ფარგლებში მივიღეთ და გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში