კრემლში კოვიდ 19-ის ფაქტი დადასტურდა

27 მარტი 2020, 16:30 2102 ნახვა

კრემლში კოვიდ 19-ის პირველი ფაქტი ოფიციალურად დასტურდა. ინფორმაცია ვლადიმერ პუტინის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა. პრესკოვი ირწმუნება, რომ ინფიცირებულს პუტინთან შეხება არ ჰქონია.

„მართლაც, კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა ადმინისტრაციაში. ეს მართალია და ყველა საჭირო სანიტარული და ეპიდემიოლოგიური ღონისძიებაა მიღებული, რათა ვირუსის შემდგომი გავრცელება არ მოხდეს", - განაცხადა პესკოვმა.

ადმინისტრაციაში აღიარებენ, რომ იგი ესწრებოდა წვეულებას, სადაც ლევ ლეშჩენკოც იმყოფებოდა, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდგინდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში