ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ორგანიზატორები კორონავირუსის გამო, თამაშების გადატანის შესაძლებლობას სწავლობენ. სააგენტო „როიტერი“ ორ დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტს კონტაქტი აქვს ამ თემაზე დაინტერესებულ პირებთან.
ამასთან, იაპონიის მთავრობა ამტკიცებს, რომ ოლიმპიადა დათქმულ ვადებში გაიმართება, ზოგიერთი კი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა, უბრალოდ, მზად არ არის თამაშების გადატანისთვის. უფრო ადრე, იაპონიის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ოლიმპიადისთვის მომზადება 12 მილიარდი დოლარი დაჯდა და კიდევ სამი მილიარდი ქვეყანამ შეიძლება დაკარგოს სპონსორული გარიგებების ჩაშლის გამო.
როგორც ცნობილია მარტის ბოლოს თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი შეიკრიბება, რათა განიხილოს ყველა ეს სცენარი, ისევე როგორც, ოლიმპიადის ჩატარება დათქმულ დროში, ოღონდ მაყურებლების გარეშე. საუბრობენ იმის შესახებაც, რომ „ტოკიო 2020-ი ერთი ან ორი წლით გადაიდება. ტოკიოს თამაშები მიმდინარე წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა გაიმართოს.