შეჩერებიდან გავრცელების ეტაპზე - კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევა

17 მარტი 2020, 18:12 1989 ნახვა

რამდენიმე დღეში საქართველო, თითქმის სრულ იზოლაციაში მოექცევა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ხვალიდან შეჩერდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა. არ იზღუდება სატვირთო გადაზიდვები, ანუ ქვეყანაში პროდუქციის შემოტანა არ შეფერხდება. ამ დროისთვის ავიარეისების მხოლოდ მცირე ნაწილი სრულდება. სამი კვირა გავიდა საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის დადასტურებიდან, გუშინ პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა თბილისის ინფექციური.

ამ დროისთვის ჩვენთან კოვიდ 19-ით ინფიცირების მხოლოდ ე.წ. მესამეული გადაცემა ფიქსირდება. ამ დროისთვის დადასტურებულია 34 შემთხვევა, მათგან  33 კი ისევ ინფიცირებულია. მონაცემები უცვლელია აჭარაში, ბათუმის ინფექციურში ერთი პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი