14 მარტს, 16 საათზე საქართველოს რაგბის ნაკრები რუსეთს უმასპინძლებს

10 მარტი 2020, 13:08 4399 ნახვა

პარიზში პორტუგალიის ნაკრების 39:24 დამარცხების შემდეგ, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონები – ბორჯღალოსნები, „შევარდენზე“ ტურნირის დასკვნითი შეხვედრისთვის ემზადებიან.

14 მარტს 16 საათზე „მიხეილ მესხზე“ საქართველოს ნაკრები  რუსეთს უმასპინძლებს.  1993 წლიდან დღემდე, ამ გუნდებმა ერთმანეთში 23-ჯერ ითამაშეს და რუსეთმა   ერთხელ მოიგო, ერთხელ ფრე დაფიქსირდა (2002 წელს 12:12),  დანარჩენ 21 შემთხვევაში კი გამარჯვება საქართველოს დარჩა.

რუსეთს ყველაზე დიდი სხვაობით საქართველომ  „მიხეილ მესხზე“  2012 წელს მოუგო ანგარიშით  – 46:0 მოუგო.

 რაგბი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ბორჯღალოსნებმა ოთხიდან ოთხი შეხვედრა მოიგეს – რუმინეთთან (41:13), ბელგიასთან (78:6) და პორტუგალიასთან ბონუსით, ხოლო ესპანეთთან ბონუსის გარეშე (23:10). რუსეთის ნაკრებმა პირველი მატჩი შინ ესპანეთთან დათმო (12:31), ბელგიასთან დამარცხდა (12:38), ბოლო ორ შეხვედრაში კი პორტუგალიას (19:18) და რუმინეთს (32:25) სძლია  8 ქულით რუსეთის ნაკრები მეოთხე ადგილზეა. ბორჯღალოსნებს 19 ქულა აქვთ და უახლოეს მდევარს 10 ქულით უსწრებენ.

ცვლილებაა გაფართოებულ შემადგენლობაში. გუნდს დაემატა მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე, ასევე ბურჯი ლაშა ტაბიძე. ტრავმა მოიშუშა და რუსეთთან სათამაშოდ ემზადება აკაკი ტაბუცაძე.

გაფართოებულ შემადგენლობაშია ლაშა მალაღურაძე, რომელიც რუსეთთან თამაშის შემთხვევაში მე-100 კეპს მოიხვეჭს და გახდება მეოთხე ქართველი „ცენტურიონი“ – დავით კაჭარავას, მერაბ კვირიკაშვილის და გიორგი ჩხაიძის შემდეგ.

გაფართოებული შემადგენლობა რუსეთთან ასეთია:

შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 1), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 1), გიორგი თეთრაშვილი (აჟენი,1), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები, 2), ვანო კარკაძე (ბრივი,2), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა, 2), ლევან ჩილაჩავა (მონპელიე, 3), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, 3), ლაშა ტაბიძე (ბორდო, 3); ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიშ, 4-5), შალვა სუთიაშვილი (ანგულემ, 4-5), დავით გიგაური (კოლომიე, 4-5), ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, 4-5); ბექა საღინაძე (ორიაკი, 6, 7), გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 6, 7), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, 6, 7), მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი, 6-7), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 6-8), ბექა გორგაძე (ბორდო, 6-8).

 

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 9), გელა აფრასიძე (მონპელიე, 9), გიორგი ბეგაძე (ჯიქი, 9), ლაშა ხმალაძე (ბათუმი, 10-15), თედო აბჟანდაძე (ბრივი, 10), ლაშა მალაღურაძე (ვევეა, 10-12), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, 11, 12, 13, 14), დემე თაფლაძე (ლელო-სარასენს, 12-13), ლაშა ლომიძე (აია, 12-13), დავით კაჭარავა (ენისეი, 13), ალექსანდრე თოდუა (ბათუმი, 11-14), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენს, 11-14), სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს, 15).

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში