ქობულეთში ახალ საპარკინგე სივრცეებს, შესაძლოა მწვანე ნარგავები შეეწიროს - ოპოზიცია

28 თებერვალი 2020, 18:59 1453 ნახვა

ხმაური იყო დღეს ქობულეთის საკრებულოში. დეპუტატებმა "მუნიციპალიტეტის მდგრადი ტრანსპორტის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის“ დამტკიცებაზე იკამათეს. ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ პროექტის განხორციელება მწვანე საფარის განადგურებას გამოიწვევს, რასაც ქობულეთის მერის მოადგილე აბსურდულ ბრალდებად მიიჩნევს. 

პროექტი საპარკინგე მოედნების მოწყობას ითვალისწინებს, ერთ-ერთ ლოკაციად ზ. ჟვანიას სახელობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაა შერჩეული. პარკინგი მოეწყობა ქობულეთის ავტოსადგურთანაც. იგეგმება  თანამედროვე სტანდარტების 10 ავტობუსის შემოყვანა, რითაც ავტოპარკი განახლდება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი