საბინაო პოლიტიკა სამხედროებისთვის

26 თებერვალი 2020, 14:03 1450 ნახვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ახალი საბინაო პოლიტიკის განხორციელება დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მრავალწლიანი პროფესიული სამხედრო  კარიერისა და ქვეყნის სამსახურის დაფასების მიზნით, თავდაცვის უწყება სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს საცხოვრებელი პირობების შექმნაში დაეხმარება.

სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილ ბინათმშენებლობის ე.წ. „ამხანაგობაში“ გასაწევრიანებლად, ხელშეკრულებები ნოტარიულად უკვე გააფორმეს.ახალი პროექტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეები საცხოვრებელი ფართის შეძენას შეღავათიანი პირობებით შეძლებენ და ფინანსური ვალდებულებები მაქსიმალურად შეუმსუბუქდებათ.

კერძოდ, თუ მათ უწევდათ ღირებულების 60 პროცენტის დაფარვა, ახალი პირობებით 50 პროცენტიანი თანამონაწილეობის პრინციპი იმოქმედებს. მახათას მთაზე სამხედრო ქალაქის მშენებლობა აპრილში დაიწყება და პირველი ეტაპი 2021 წელს დასრულდება. ახალი შემოთავაზებით 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ისარგებლებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი