რა დოზით არის ბიძინა ივანიშვილის გავლენა საკონსტიტუციო სასამართლოზე, - ეს კითხვა აქვს ნიკა მელიას, რომელსაც დეპუტატს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა, საქმეს ახლა საკონსტიტუციო სასამართლო სწავლობს, საუბარია მოსარჩელე მხარის არგუმენტზე, რომ სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მისი გასაჩივრების შესაძლებლობის ამოწურვის შემდეგ;
პარლამენტმა კი მას უფლებამოსილება შეუწყვიტა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე და დაარღვია კონსტიტუციის მოთხოვნა. სასამართლოსთან ნიკა მელიას მხარდასაჭერად შეიკრიბა ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ათამდე აქტივისტი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის.