მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა უმაღლეს ნიშნულს ¬- 67,25%-ს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
ბოლო 9 თვის სტატისტიკით, ნარკოდანაშაულის ფაქტების გამოვლენა 46,92%-ით არის გაზრდილი და ჯამში გამოვლენილია 7 199 ფაქტი. ასევე, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის 660 ფაქტი.
75%-იანი ზრდა ფიქსირდება ისეთი კატეგორიის დანაშაულების გამოვლენის მიმართულებით, როგორიცაა ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულები, ასევე, 33%-იანი ზრდა ფიქსირდება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვისა და ტარების მიმართულებითაც.
უწყების ინფორმაციით, შემცირებულია ბინიდან ქურდობა, ყაჩაღობა, თაღლითობა და გამოძალვა. ასევე შემცირებულია, განზრახ მკვლელობების რაოდენობა.