პროკურატურამ ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე, რამაც მათი დაღუპვა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. ყვარელში 31 ოქტომბერს და 01 ნოემბერს ბრალდებულმა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა 2 ძაღლი.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.